in

ფაბრიციო რომანო დიდ ტრანსფერზე წერს, მაგრამ ეს ადამიანი არც ფეხბურთელია და არც მწვრთნელი…


ბოლო წლებში, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მძიმე გზა განვლო. გადაფასებულ ფეხბურთელთა მთელი წყება, რომელთაგან გუნდმა ვერანაირი ხეირი ვერ ნახა. ჩამოვთვალოთ? – მგონი, არ ღირს.


„იუნაიტედის“ CEO- რიჩარდ არნოლდი ამბობს: „გუნდმა ფინანსები უბრალოდ დაწვა“. ეს ისედაც ვიცოდით. არასწორი სატრანსფერო მენეჯმენტი, შეუსაბამო ანალიტიკა ჰაერში გასროლილი მილიონები… ბოლო წლებში ეშმაკთა კარგ ტრანსფერზე, რომ მიდგეს საქმე, ბრუნო ფერნანდეშს მიღმა კანდიდატის წამოჭიმვა რთულია.


1 თვის წინ „ლივერპულს“ მაიკლ ედვარდსი დაემშვიდობა. სპორტული დირექტორი, რომელმაც კლუბის ერთგულ ჯარისკაცად 10 წელი იმსახურა. ვინ არის მაიკლ ედვარდსი? პრემიერ ლიგის მაყურებელს მისი წარსდგენა, ნამდვილად არ სჭირდება. ვირჯილ ვან დაიკი, ალისონი, ფაბინიო, ლუის დიასი, სალაჰი, მანე, რობერტსონი… ყველა ეს მოთამაშე მაიკლ ედვარდსმა დაარწმუნა, რომ გაწითლებულიყვნენ. ერთია მოთამაშის დარწმუნება და ტრანსფერის ისეთ ფასად განხორციელება, რომ ხალხმა თქვას, ვაჰ ასე იაფად როგორო? ეს კიდევ მეორე. ამ ყველაფრის გამოისობით, მაიკლ ედვარდსს ტრანსფერების მეფე შეარქვეს და არცთუ უსაფუძვლოდ.


ამ ადამიანს აქვს ამოუხსნელი ტალანტი, დაარწმუნოს მოწინააღმდეგე გუნდი, რომ წამყვანი მოთამაშე კაპიკებად გაატანონ, ხოლო, როცა შენ გინდა მისგან ვინმეს შეძენა, ყველაზე უთამაშებელ ფეხბურთელშიც კი 10-ეულ მილიონებს გადაგახდევინებს. მაგიაა ხომ? ამიტომაც, მაიკლ ედვარდსი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კაცია მსოფლიო ფეხბურთში. მისი ხედვები ეფუძნება მათემატიკას და სპეციალურ ალგორითმს, რომლის მიხედვითაც დგინდება ესა თუ ის მოთამაშე რამდენად ვარგისია სამომავლო პროექტისათვის და შემდეგ იწყება მოლაპარაკებების დიდებულება.

აქ, შეიძლება ჰიპნოზთანაც გვქონდეს საქმე.
ჰო, ფაბრიციო რომანოც ასე წერს: „მანჩესტერ იუნაიტედ ტრანსფერების მეფით დაინტერესდა“. ეს თუ გამოვიდა, შეიძლება დეკადის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაც კი იყოს „იუნაიტედისათვის“. ისე, „ჩელსიმ“ გრანოვსკაია დაითხოვა და კონკურენცია უდიდესია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა ნეაპოლში 7 ივლისს ჩაფრინდება

ოლივერ კანი: შემახსენეთ, როდის უმთავრდება კონტრაქტი ლევნადოვსკის?