ქართული ფეხბურთის გამორჩეული ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას იტალიური “ნაპოლის” შემადგენლობაში გააგრძელებს. 21 წლის ქართველი გარემარბის ტრანსფერი იტალიური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დი ლაურენტისმა დაადასტურა. “ნაპოლი” ხვიჩას 5 წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.
კვარაცხელიას ტრანსფერზე რუსული Championat.com ცნობილ იტალიელ საფეხბურთო სპეციალისტს ფაბიო კაპელოს ესაუბრა.
“კვარაცხელიას შესახებ ბევრი არაფერი ვიცი და მისი თამაში არ მინახავს. იტალიაში რთულია საქართველოს, ან თუნდაც რუსეთის ჩემპიონატის ყურება. ერთ რამეს კი ვიტყვი, თუ “ნაპოლი” ფეხბურთელს ყიდულობს, ესე იგი ის მართლა მაგარია.”-თქვა ფაბიო კაპელომ
ხვიჩა კვარაცხელია თბილისის “დინამოს” საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია. იგი-“დინამოს”, “რუსთავის”, მოსკოვის “ლოკომოტივის” და ყაზანის “რუბინის” ღირსებას იცავდა. ამ ეტაპზე ის დროებით ბათუმის “დინამოში” ირჯება.
GIPHY App Key not set. Please check settings