2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩს საქართველოს ნაკრები ბათუმში შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც “აჭარაბეთ არენაზე” სანაკრებო მატჩს გულშემატკივრები დაესწრებიან. ოქტომბერში საბერძნეთთან მატჩამდე ერთი დღით ადრე, ბათუმში საშინელი ტრაგედია დატრიალდა, რის გამოც საკორდინაციო საბჭომ ბოლო მომენტში მიიღო გადაწყვეტილება მატჩის უმაყურებლოდ გამართვის თაობაზე.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ხვალ ბათუმის “დინამოს” ფანკლუბი “შავი ზღვის პირატები” თამაშზე საოცარი პერფორმანსისთვის ემზადებიან. ასე რომ, ხვალ ფეხბურთელებს გულშემატკივრების მხარდაჭერა არ მოაკლდებათ.
უცხოურ გამოცემებში ხვალინდელ შეხვედრაში იანე ანდერსონის შვედეთის ნაკრები აშკარა ფავორიტია. Sportsmole მიიჩნევს, რომ ხვალინდელ მატჩს შვედები დამაჯერებლად 2:0 მოიგებენ. გამოცემის აზრით, საქართველოს ნაკრების კარს ემილ ფორსბერგი და ალექსანდერ ისაკი აიღებენ.
Opta-ს მონაცემებით ხვალინდელ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მოგებას 7.2 აქვს კუში, ფრეს 4.20, შვედების მოგებას კი, 1.5 კოეფიციენტით აფასებენ.
ფოტო: საქართველოს ნაკრები ბათუმში მატარებლით ჩავიდა
ნიკა კვეკვესკირი: შვედებთან უფრო თავისუფლად და ლაღად ვითამაშებთ
6 ტურის შემდეგ, შვედებს 15 ქულა აქვთ და ჯგუფში პირველ ადგილზე არიან და შანსი აქვთ ჯგუფი პირველ ადგილზე დაასრულონ. იანე ანდერსონის გუნდს საქართველოს შემდეგ, გადამწყვეტი მატჩი ესპანეთთან ელის. გეტყვით იმასაც, რომ ბოლო მატჩში შვედები საბერძნეთში 1:2 დამარცხდნენ
GIPHY App Key not set. Please check settings