საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაზე ბოლო ორ, გადამწყვეტ მატჩს ითამაშებს. ჩვენი გუნდი ჯერ შინ უკრაინას ეთამაშება, შემდეგ კი დასკვნით ტურში სტუმრად ჩეხეთს. ცნობილია ჩვენი გუნდის შემადგენლობა, უფრო ადრე უკრაინამაც ჩამოწერა ფეხბურთელები, ახლა კი ვიცით რა შემადგენლობით დაგვიხვდება ჩეხეთის ნაკრები. აღსანიშნავია, რომ ჩვენს მომავალ მეტოქეს არ ეყოლება ერთ-ერთი გამორჩეული თავდამსხმელი პატრიკ შიკი.
მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა სულ 25 ფეხბურთელი გამოიძახა:
მეკარეები: მარტინ იედლიჩკა (პლზენი), ანტონინ კინსკი (სლავია), მატეი კოვარჟი (ლევერკუზენი, გერმანია)
მცველები: იან ბორილი (სლავია), ვლადიმირ ცოუფალი (ვესტ ჰემი, ინგლისი), მილან ჰაველი (პლზენი), ტომაშ ჰოლეში (სლავია), ვაცლავ იემელკა (პლზენი), ლადისლავ კრეიჩი (ჟირონა, ესპანეთი), მარტინ ვიტიკი (სპარტა), დავიდ ზიმა (სლავია)
ნახევარმცველები: ვაცლავ ჩერნი (რეინჯერსი, შოტლანდია), ლუკაშ ჩერვი (პლზენი), ლუკაშ კალვახი (პლზენი), ალექს კრალი (ესპანიოლი, ესპანეთი), ონდრეი ლინგრი (სლავია), ლუკაშ პროვოდი (სლავია), ტომაშ სოუჩეკი (ვესტ ჰემი, ინგლისი), მატეი შინი (ბანიკი), პაველ შულცი (პლზენი)
თავდამსხმელები: ადამ ჰლოჟეკი (ჰიფენჰაიმი), იან კლიმენტი (ოლომოუცი), იან კუხტა (მიდტიულანდი), ვასილ კუშეი (მლადა), ტომაშ ხორი (სლავია)
ჩეხეთის ნაკრები ჯერ სტუმრად ითამაშებს ალბანეთთან (16 ნოემბერი), ხოლო შემდეგ ოლომოუცში საქართველოს ნაკრებს შეხვდება (19 ნოემბერი).
GIPHY App Key not set. Please check settings