in

უშვებენ თუ არა სპალეტის ნაპოლიდან: რა არ მოეწონა მწვრთნელს – ლუჩანოს სამი შემცვლელი ცნობილია

„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი გახდა და ლუჩანო სპალეტიც სამუდამოდ ჩაეწერა ამ კლუბის ისტორიაში. ახლა ზეიმის დროა, მაგრამ ესეც მალე გადაივლის და ახალი გამოწვევებისთვის მზადება გახდება საჭირო. იქნება თუ არა ახალი გამოწვევები სპალეტისთვის ნეაპოლში, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარა.

„ნაპოლის“ მწვრთნელი უკმაყოფილოა მის მიმართ კლუბის კლუბის პრეზიდენტის დამოკიდებულებით.

სპალეტის არ მოეწონა ის, რომ აურელიო დე ლაურენტისმა მას ერთი წლით კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ამბავი ელექტრონული ფოსტით აცნობა. მთავარ მწვრთნელს ერჩივნა პირადად შეხვედროდა ხელმძღვანელობას, რათა, ყველაფერთან ერთად, კლუბის პერსპექტივები განეხილათ.

თუმცა, იტალიური პრესა იმასაც წერს, რომ აურელიო დე ლაურენტისს მომდევნო შესაძლო მწვრთნელად სამი კანდიდატურა უკვე შეურჩევია.

ესენი გახლავთ: „ბრაიტონის“ მწვრთნელი რობერტო დე ძერბი, „ფიორენტინას“ თავკაცი ვინჩენცო იტალიანო და ამჟამად უმუშევარი ანტონიო კონტე.

ისე, იმაზეც დაიწერა, რომ დე ლაურენტისი სპალეტის მალე შეხვდება და მომავალზე დაელაპარაკება.

მწვრთნელს კლუბთან ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულში ეწურება.

ბარემ ისიც ვთქვათ, რომ „ნაპოლის“ მწვრთნელმა „ფიორენტინასთან“ მოგება პრესკონფერენციაზე შეაფასა და ცოტა მომავალზე გადაჰკრა სიტყვა:

„ყველაზე დიდი განცდა სხვებისთვის ბედნიერების მინიჭებაა. სასიამოვნოა, რომ ამაში მცირე წვლილი შევიტანე.
„ნაპოლი“ თანამედროვე და ტოტალურ ფეხბურთს თამაშობს, წარმატება ძლიერი ხასიათისა და მენტალიტეტის შედეგია. ჩვენ მოგვწონდა ის თამაში, რაც ამ სეზონში ვაჩვენეთ.
მომავლის შესახებ იმას ვიტყვი, რომ კრისტიანო ჯუნტოლი გუნდის გაძლიერებაზე უკვე მუშაობს, რათა საკადრო საკითხები დროულად გადაწყდეს, გვჭირდება შიდა განხილვა, სადაც ყველა იტყვის, რას ფიქრობს. ჩვენი მიზანია, გუნდი კიდევ უფრო გავაძლიეროთ“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კლუბმა მადლობა უნდა გადაუხადოს – მეცის გულშემატკივრები მიქაუტაძეზე

ხვიჩა ნაპოლისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს: პირობები იცვლება