საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებებს შორის ერთა ლიგის მატჩი უნდა გამართულიყო, მაგრამ იმ ღამით, როცა ბულგარელები ჩამოფრინდნენ და ორი ავტობუსით სასტუმროსკენ მიემართებოდნენ, ავარია მოხდა. ტოდორ ნედელევს თავის ქალაში მინის ნამსხვრევი ჰქონდა და ვითარება საკმაოდ მძიმე იყო. დროულმა ქირურგიულმა ჩარევამ თავისი ქნა და ნედელევი შინისაკენ ბედნიერი დაბრუნდა.
„არ მყოფნის სიტყვები, რომ მადლობა გადავუხადო ადამიანს, რომელმაც მეორე სიცოცხლე მაჩუქა – პროფესორ შოთა ინგოროყვას და მის გუნდს“.
ნედელევი გუშინ აეროპორტში ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააცილა.
GIPHY App Key not set. Please check settings