in

უფრო ძლიერი დავბრუნდები: მერაბ დვალიშვილი აპირებს დაიბრუნოს ის, რაც მისია

პიოტრ იანთან UFC-ს სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მარცხის შემდეგ, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელ X-ში გულშემატკივრებს მიმართა.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ოჯახს, მეგობრებს, გულშემატკივრებს, თანაგუნდელებს და ჩემს ქვეყანას იმ უდიდესი სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის, რაც ჩემ მიმართ გამოიჩინეთ. მოგებისა თუ წაგების მიუხედავად, თქვენ ყოველთვის ჩემ გვერდით დგახართ და ამის გამო უზომოდ მადლიერი ვარ!

ბოდიშს გიხდით, რომ დამარცხებით იმედები გაგიცრუეთ, მაგრამ იცოდეთ, 100 პროცენტით უფრო ძლიერი დავბრუნდები, რათა დავიბრუნო ის, რაც მე მეკუთვნის!

ყველას საყურადღებოდ, ვინც ჩემზე ნერვიულობდით, კარგად ვარ, მხოლოდ რამდენიმე იარა მაქვს. ვეცდები, ყველა შეტყობინებას ვუპასუხო, მაგრამ გთხოვთ, თუ ვერ გიპასუხებთ, პირადულად ნუ მიიღებთ. თქვენი შეტყობინებები ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ბევრია და ყველას ვაფასებ.

შაბათი ჩემი დღე არ იყო – იანი უკეთესი გახლდათ, ვულოცავ მას და მის გუნდს გამარჯვებას. ზედმეტად ნუ მოდუნდებით – ყველაფერს უკან დავიბრუნებ. იმედი მაქვს, რევანში რაც შეიძლება მალე შედგება“, – წერს დვალიშვილი.

მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი დივიზიონის (61კგ) ქამარს 2024 წლის 15 სექტემბრიდან ფლობდა. 2025 წელს მან მისი დაცვა სამჯერ მოახერხა – იანვარში უმარ ნურმაგომედოვს სძლია, ივნისში – შონ ო’მალის, ხოლო ოქტომბერში – კორი სენდჰეგენს.

საერთო ჯამში, შერეულ ორთაბრძოლებში ჩატარებულ 26 შეხვედრაში დვალიშვილს 21 გამარჯვება აქვს.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რა თქმა უნდა: ხვიჩა ტურის სიმბოლურშია

კვარაცხელია – ბრენდი K: ფრანგული პრესა ხვიჩათი აღფრთოვანებულია – ფენომენმა ისევ დაიპყრო პარკ დე პრენსი