საქართველოს ნაკრებმა თავაწეულმა დატოვა ევროპის ჩემპიონატი. მართალია ესპანეთთან 1:4 წავაგეთ, მაგრამ აუგს ჩვენს ბიჭებზე რთულად თუ იტყვი. თამაშის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა ჩვენი გუნდის საუკეთესო მეკარემ.
გიორგი მამარდაშვილი:
„ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლით კმაყოფილები უნდა ვიყოთ, რადგან საქართველოს ეს ტურნირი ვაჩუქეთ და თითოეულმა ფეხბურთელმა მაქსიმალური თავდადებით ვითამაშეთ.
სამწუხაროა, რომ წავაგეთ, მაგრამ ბედნიერებიც უნდა ვიყოთ, ცოტა ხნის წინ ვერც წარმოვიდგენდით, აქამდე თუ მოვიდოდით.
ესპანეთი ამ ტურნირის ფავორიტია და შეიძლება ჩემპიონებიც გახდნენ. სამწუხაროა, რომ ეს გუნდი შეგვხვდა. არა უშავს, ეს დასასრული არაა. ჩვენ უფრო ძლიერები დავბრუნდებით.
გულშემატკივარს მინდა მოვუწოდო, ირწმუნონ ჩვენი, საქართველოს ნაკრები მათ მომავალში აუცილებლად გაახარებს“.
GIPHY App Key not set. Please check settings