საქართველოს ნაკრებთან გამარჯვება მატჩის შემდეგ ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ შეაფასა:
„ბედნიერები ვართ. ვიცით, აქ ყოფნა რად ღირს. ანგარიში შესაძლოა უფრო დიდიც ყოფილიყო, 8-9 გოლის გატანა შეგვეძლო. მეტოქე კონტრშეტევებზე სახიფათოა, მაგრამ საჭირო ზომები გავიღეთ.
ეს ფეხბურთელების დამსახურებაა. ისინი კარგად ერკვევიან სათამაშო სიტუაციებში, როდის ირბინონ და როდის დაიჭირონ ბურთი.
თავიდან თამაშის განვითარებიდან გამომდინარე სირთულეები შეგვექმნა, მაგრამ სიმშვიდე შევინარჩუნეთ.
ბიჭები ძალიან გახარებულები არიან. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი თამაში გახლდათ. მეოთხედფინალში გერმანიასთან ვითამაშებთ. ვიცოდით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ამის მიღწევა. წარმატებას შრომით მივაღწიეთ. საკუთარ თავში დარწმუნებული ვართ.
ახლა ძალებს აღვიდგენთ, შემდეგ კი ფეხბურთით სიამოვნების მივიღებთ, რადგან გერმანიასთან ჩვენი საუკეთესო ვერსია უნდა ვაჩვენოთ”.
GIPHY App Key not set. Please check settings