in

უსაფრთხო ხელები: მამარდა ტრამვას გადაურჩა, კარი მშრალად შეინახა და რეალთან მიდის

„ვალენსიამ“ ესპანეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში „გრანადა“ მიიღო და 1:0 მოუგო. ეს ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის ბოლოს, 45+7 წუთზე პენალტით პეპელუმ გაიტანა. ისე ცოტა საკამათო კი იყო ეს 11-მეტრიანი.

შეხვედრა ზოგადად მასპინძლების უპირატესობით წარიმართა და დამაჯერებლადაც მოიგეს, მით უმეტეს, რომ „გრანადას“ საფრთხე თითქმის არ შეუქმნია მამარდაშვილის კართან. ერთადერთი ყველაზე სახიფათო მომენტი 58-ე წუთზე იყო, როდესაც სტუმარი ფეხბურთელი გიორგისთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ჩვენმა მეკარემ მოახერხა ბურთის მოგერიება, თუმცა თამაშგარე სამართლიანად დაფიქსირდა.

ისე კი უნდა გამოვარჩიოთ 64-ე წუთი. მამარდაშვილს მეტოქე შეეჯახა და სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ამიტომ მსაჯმა თამაში შეააჩერა და მოედანზე ექიმებს უხმო.
საბედნიეროდ გიორგიმ თამაში გააგრძელა და კარიც მშრალად შეინახა.

მამარდას თამაშში ჩართვა მე-17 წუთზეც მოუხდა, როდესაც ბრაიან სარაგოსას კარგი პასი გააუვნებელყო.

„უსაფრთხო ხელები“ – ასე დაწერა მატჩის მიმდინარეობისას „ვალენსიას“ ოფიციალურმა ფეისბუქ გვერდმა ჩვენს მეკარეზე.

„ვალენსიას“ კი 18 ქულა დაუგროვდა, ჩემპიონატში ზედიზედ 4 მატჩია არ წაუგია, აი მომდევნო შეხვედრა კი გამორჩეული ელოდება – 11 ნოემბერს სტუმრად მადრიდის „რეალთან“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელია ევროლიგის მე-6 ტურის საუკეთესო მოთამაშეა

შენგელიას 14 ქულა მოსაგებად არ ეყო