in

უპამეკანო ბაიერნს დარჩა: რა ჯდება ფრანგი

დაიოტ უპამეკანოს ტრანსფერის გარშემო დაუსრულებული მითქმა-მოთქმა ატყდა, რასაც საბოლოოდ წერტილი დაესვა. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ბუნდესლიგის გამორჩეული ფეხბურთელები “ბაიერნში” მიდიან. ასე მოხდა 22 წლის ფრანგის შემთხვევაშიც.

მიუნხენელთა სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიხამიჯიჩმა “ბილდთან” ინტერვიუში განაცხადა: “შემიძლია დავადასტურო, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ბოლო თვეების განმავლობაში ინტენსიურად ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს უპამეკანოსთან და მის აგენტთან, თანაც ვიცოდით, რომ ძლიერი კონკურენციის პირობებში გვიწევდა მუშაობა”.

შეგახსენებთ, რომ უპამეკანოსთვის “ჩელსი” და “ლივერპულიც” იბრძოდნენ, მაგრამ საბოლოოდ მიუნხენელებმა იმარჯვეს.

მიმდინარე სეზონში ფრანგმა “ლაიპციგის” მაისურით 26 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და კლუბის ერთ-ერთი ლიდერიცაა. ჯერ უცნობია ზუსტად რა რაოდენობის თანხას გადაიხდის “ბაიერნი”, თუმცა სავარაუდო რიცხვი 60 მილიონ ევროს შეადგენს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კლოპი ისევ გერმანელისკენ იყურება: ნოიჰაუსი ლივერპულში?

მესი ჩავის დაეწია: მალე ესპანეთშიც გაუსწრებს და ზოგადად ყველგან