in

უოტფორდმა ჩაკვეტაძის პასით მოიგო

გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ჩემპიონშიფის მე-17 ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე „ბრისტოლ სიტი“ დაამარცხა – 1:0.

ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობში იყო, ბოლომდე ითამაშა და ამ ერთადერთი გოლის ასისტენტიც გახდა.
ჩაკვეტაძემ შეტევა მარცხენა ფლანგიდან გაამწვავა და თანაგუნდელი დასარტყმელ პოზიციაზე დატოვა.

ჩვენიანს პირველ ტაიმში მომენტი ჰქონდა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა.

ჩაკვეს შეფასებები საკმაოდ კარგია: sofascore – 7.3, flashscore – 7.1, whoscored – 7.0.

მიმდინარე სეზონში გიორგის ანგარიშზე 1 გოლი და 4 საგოლე პასია.

უოტფორდი – ბრისტოლი 1:0
გოლი: ენდრიუსი (53)

„უოტფორდი“ 29 ქულით მე-5 ადგილზეა (პრემიერლიგის პლეი-ოფის ზონა) და 30 ნოემბერს „ქუინზ პარკს“ უმასპინძლებს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კლუბების რეიტინგში ინტერი და ლივერპული ლიდერობენ

კაშიამ ლიგაზე მილანთან ითამაშა: სლოვანი გაუძალიანდა, მაგრამ…