ჩემპიონშიფის მე-4 ტურში „უოტფორდი“ სტუმრად „შეფილდ იუნაიტედთან“ 0:1 დამარცხდა და დაუმარცხებელი სერია შეწყვიტა.
გიორგი ჩაკვეტაძე ძირითადში იყო და 77-ე წუთზე გაიყვანეს.
ანგარიშის გახსნის შემდეგ ჩვენიანმა ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა. ზოგადად, ჩაკვეტაძე აქტიური იყო, რამდენიმე კარგი პასი გააკეთა, კარშიც დაარტყა.
ქართველის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა ასე შეაფასეს: flashscore – 7.0, sofascore – 7.0, whoscored – 6.6.
შეფილდ იუნაიტედი – უოტფორდი 1:0
გოლი: 1:0 ბახმანი (2, საკ. კარში)
გამოუყენებელი პენალტი: მური (16, შეფილდ იუნაიტედი)
„უოტფორდმა“ ჩემპიონატზე ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ მარცხი განიცადა, 9 ქულით მე-3 ადგილზეა და 14 სექტემბერს „კოვენტრის“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings