„უოტფორდმა“ ჩემპიონშიფის მოწინავეთა შორის მყოფ „ბლექბერნს“ უმასპინძლა და, ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, მოიგო – 1:0.
გიორგი ჩაკვეტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. ის ჩვეულად აქტიურობდა, 49-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო.
ჩვენიანის შეფასებებია: sofascore – 7.0, flashscore – 7.0, whoscored – 6.5.
უოტფორდი – ბლექბერნი 1:0
გოლი: კაიემბე (71, პენ)
„უოტფორდმა“ 19 ქულა დააგროვა და მე-7 ადგილზე დაწინაურდა.
2 ნოემბერს შეფილდში „უენსდეის“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings