გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და „მიდლსბროსთან“ სტუმრად გაიმარჯვა – 1:0.
ქართველი ნახევარმცველი ძირითად შემადგენლობაშიყო და მსაჯის მიერ წამატებულ დროში შეცვალეს.
ჩაკვეტაძე ერთ-ერთი გამორჩეული იყო მოედანზე, პარტნიორებსაც შეუქმნა მომენტები და ორჯერ თავადაც ახლოს იყო მიზანთან. აღსანიშნავია პასების სიზუსტე – 91 პროცენტი.
გიორგიმ ყვითელი ბარათიც მიიღო (65 წთ), თუმცა ანალიტიკური საიტებისგან კარგი შეფასებები დაიმსახურა: flashscore – 7.5, sofascore – 7.1, whoscored – 7.0.

მიდლსბრო – უოტფორდი 0:1
გოლი: სისოკო (40)
33 ტურის შემდეგ „უოტფორდმა“ 45 ქულა დააგროვა, მე-10 ადგილზე დაწინაურდა და პრემიერლიგის პლეი ოფის ზონას მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება.
23 თებერვალს „ლუთონს“ უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings