in

უოტფორდმა ისევ წააგო, ჩაკვეტაძეს გატანა შეეძლო

გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდმა“ ჩემპიონშიფის 30-ე ტურში „ნორვიჩს“ უმასპინძლა და წააგო – 0:1.

ქართველი ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.

45-ე წუთზე „ნორვიჩის“ მცველმა ჩაკვეტაძე საჯარიმოში წააქცია, მაგრამ მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. მეკარესთან პირისპირ გასულმა ჩვენიანმა ბურთი ოდნავ წინ გაიგდო და რეალური შანსი დაკარგა, ხოლო პენალტის მოთხოვნამ არ გაჭრა.
მეორე ტაიმში „უოტფორდს“ ანგარიშის გათანაბრება შეეძლო. 50-ე წუთზე ჩაკვეტაძე კარგ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ დარტყმის ნაცვლად, ბურთი თანაგუნდელს გადააწოდა და საბოლოოდ მომენტი გოლის გარეშე დასრულდა.

შეფასებები: Flashscore – 6.7; Sofascore – 6.8; Whoscored – 6.2.

უოტფორდი – ნორვიჩი 0:1
გოლი: სარჯენტი (41)
გაძევება: ბაიო (35, უოტფორდი)

„უოტფორდმა“ ზედიზედ მესამე მატჩი წააგო, 41 ქულით მე-12 ადგილზეა და 8 თებერვალს სტუმრად „სანდერლენდს“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ბუდუმ სრულად ითამაშა, ჰაიდენჰაიმმა დორტმუნდთან წააგო

მტაცებელი მგელი: წიტაიშვილის გოლი და საუკეთესო შეფასება, ქვილითაიამაც გაიტანა – ლეგიონერები