in

უოტფორდის წარმატება ჩაკვეტაძეზე იქნება დამოკიდებული 

Watford FC Season. 2025-26 17/07/2025 Pic Alan Cozzi Copyright Archive Pre Season London Colney

მოახლოებულ სეზონში „უოტფორდის“ წარმატება დამოკიდებულია იმაზე, შეძლებს თუ არა ვარსკვლავის, გიორგი ჩაკვეტაძის შენარჩუნებას, – წერს გამოცემა the72.

„მომავალ ჩემპიონატს „უოტფორდი“ ახალი მწვრთნელით დაიწყებს. ტომ კლევერლი გასული სეზონის ბოლოს გაათავისუფლეს და „ვიკარაჟ როუდის“ სათავეში პაულო პეცოლანო დაინიშნა. მისთვის ეს სატრანსფერო „ფანჯარა“ გადამწყვეტია. პეცოლანომ ზაფხულში შვიდი ფეხბურთელი შეიძინა, რომელთაგან ოთხი თავდამსხმელია.

„უოტფორდის“ ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ მომავალ სეზონში საუკეთესო ექვსეულში მოხვდება. ეს ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის თამაშზე იქნება დამოკიდებული. თუ ქართველი შემტევი ნახევარმცველის შენარჩუნებას შეძლებენ, წარმატების კარგი შანსი გაუჩნდებათ.

გიორგი ჩაკვეტაძემ გასულ სეზონში 39 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შასრულა. თუ ის ახალ სეზონშიც შარშანდელის მსგავს ფორმაში იქნება, „უოტფორდი“ საუკეთესო გუნდებში მოსახვედრად იბრძოლებს.

კლევერლის ხელმძღვანელობით, პლეიმეიკერი თამაშობდა ან მარცხენა ფლანგზე, ან შემტევი ნახევარდაცვის ცენტრში და მისი პასების მაჩვენებლები ფენომენალური იყო. FotMob-ის თანახმად, ჩაკვეტაძე 90 წუთში თითქმის 32 წარმატებულ პასს 86%-იანი სიზუსტით აკეთებდა“, – წერს ინგლისური გამოცემა.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მამარდას დებიუტი ენფილდზე: ორი გაშვებული, ერთი სუპერსეივი და ახდენილი ოცნება

მსოფლიო ფეხბურთის ტოპ 10 მარცხენა ფლანგელი: ვინ არის პირველზე? – ხვიჩა კვარაცხელია