in ,

უნდა გვქონდეს ამბიცია, რომ შორს წავიდეთ – პროგნოზი, კომენტარები

ჩემპიონთა ლიგაზე დღეს ბოლო 1/8 ფინალებია და დარეჩენილ ორ მეოთხედფინალისტაც შევიტყობთ.
დღევანდელი საღამოს ეპიცენტრი ტურინშია, სადაც „ბებერი ქალბატონი“ „ყვითელ წყალქვეშა ნავის“ ჩაძირვას შეეცდება. შეგახსენებთ, პირველი მატჩი ესპანეთში 1:1 დასრულდა.
მოედანს მიღმა პრობლემებგაჩენილი „ჩელსი“ კი კომფორტული 2:0 ჩავიდა საფრანგეთში და „ლილის“ საბოლოოდ გავლას შეეცდება.

იუვენტუსი – ვილიარეალი

მასიმილიანო ალეგრის გუნდი ბოლო პერიოდში კარგ ფორმაშია, რაც სერია ა-ს სატურნირო ცხრილზეც აისახა. მათ შეძლეს ოთხეულში თავის დამკვიდრება. გასულ ტურში „იუვემ“ სტუმრად „სამპდორია“ დაამარცხა და ესპანელებს კარგი განწყობით დაუხვდება.
რაც შეეხება „ვილიარეაალს“, მიუხედავად ჩემპიონატში არასტაბილური გამოსვლისა, შეკრულ და ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს. „იუვენტუსისთვის“ მარტივი გასეირნება ნამდვილად არ იქნება.

დანაკლისი

ალეგრის ბონუჩი, კიეზა და მაკკინი არ ეყოლება. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას დენის ზაკარიას თამაშიც. რაც შეეხება „ყვითლებს“, ემერისაც აქვს პრობლემები. სათუოა პაკო ალკასერის, ალბერტო მორენოს, ხერარდ მორენოსა და რუბენ პენიას თამაში.

სავარაუდო შემადგენლობა

იუვენტუსი: შჩესნი; დანილო, ბონუჩი, დე ლიგტი, ალექს სანდრო; კუადრადო, ლოკატელი, არტური, რაბიო; მორატა, ვლაჰოვიჩი

ვილიარეალი: რული; ფოიტი, ალბიოლი, პაუ ტორესი, პედრასა; ჩუკვუეზე, კაპუ, პარეხო, პინო; ლო სელსო, დანჯუმა

ფაქტები და პროგნოზი

ბუქმეკერები ფავორიტად ბუნებრივია „იუვენტუსს“ მიიჩნევენ. ტურინელების გამარჯვებაზე დაახლოებით 1.9 კოეფიციენტია (50%-იანი ალბათობა), „ვილიარეალის“ მოგება 4.5-ად ფასდება (22%), ხოლო ფრე – 3.4.

„იუვენტუსი“ საკუთარ მოედანზე არ აგებს გასული წლის ნოემბრიდან – 8 მოგება და 2 ფრე ყველა ტურნირის ჩათვლით.

ტურინელები ევროთასებზე საშინაო მატჩებს ასევე წარმატებით ატარებენ ესპანურ კლუბებთან – 17 გამარჯვება, 9 ფრე და 4 წაგება.

„ვილიარეალი“ საშუალოდ 1.86 გოლს იტანს მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე, ხოლო გასვლაზე ყველა, სამივე შეხვედრაში გაიტანა.
შესაბამისად, შეიძლება სტუმრების გოლზე დადება – 1.6.

კომენტარები

მასიმილიანო ალეგრი:
„ჩვენ უნდა გვქონდეს ამბიცია, რომ მაქსიმალურად შორს წავიდეთ. ეს მატჩი საშინაო ფინალს ჰგავს, ამიტომ პოზიტიური გარემო უნდა იყოს. რთულ თამაშს ველოდები და თავი მართლაც იდეალურად უნდა დავიცვათ. მორატა ახლა ბრწყინვალე ფორმაშია და ზოგადად გუნდს კარგი პერიოდი აქვს. მერვედფინალში რთული ჯგუფიდან გავედით, მაგრამ ჯერჯერობით არაფრისთვის მიგვიღწევია. მეოთხედფინალში გასასვლელად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“.

უნაი ემერი:
„ძალიან კარგი ჯგუფური ეტაპის შემდეგ მადა გაგვეზარდა. პირველ დაპირისპირებაში თამაში შემოვატრიალეთ. პირველ წუთზე გაშვებული გოლის შემდეგ დაბრუნება მართლაც რთულია. „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, მაგრამ ჩვენ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ. გუნდი დამატებითი დროისა და პენალტებისთვის მოვამზადე. სტუმრად გატანილი გოლის წესი აღარ მოქმედებს და ამისი შანსი გაიზარდა. ტურინელები ფავორიტები არიან, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ალეგრის გუნდის პლუსი მეტოქის შეცდომებით სარგებლობაა“.

ლილი – ჩელსი

ამ დაპირისპირებაში თითქოს ყველაფერი გარკვეულია, მაგრამ 2:0 ხომ ყველაზე ხშირად აღმოფხვრილი ანგარიშია, თუმცა მოქმედ ჩემპიონებთან ძალიან რთულად მისაღწევი. ორივე გუნდის განწყობა, შიდა ჩემპიონატების ბოლო მატჩების გათვალისწინებით სტაბილურია და ნორმალურია. “ლილის” ანგარიშზე ბოლო 3 მატჩში 2 მოგება და 1 ფრეა, ხოლო “ჩელსიმ” “ლივერპულთან” მარცხის შემდეგ 4 თამაში მოიგო ზედიზედ.

დანაკლისი

მასპინძლებს ამ შეხვედრაში მხოლოდ რენატო სანჩესი ვერ დაეხმარება. „ჩელსიში“ სია შედარებით გრძელია: ტუხელის განკარგულებაში ვერ იქნებიან ჩილუელი, რის ჯეიმსი, ასპილიკუეტა და ჰადსონ-ოდოი.

სავარაუდო შემადგენლობა

ლილი: ჟარდიმი; ჩელიკი, ბოტმანი, ფონტე, ტიაგო ჯალო; ვეა, ანდრე, ჯეკა, ბამბა; ბენ არფა, დავიდი

ჩელსი: მენდი; ჩალობა, სილვა, რუდიგერი; ასპილიკუეტა, კანტე, კოვაჩიჩი, ალონსო; მაუნტი; ჰავერცი, ლუკაკუ

ჩელსის პრობლემები და პროგნოზი

ამ მატჩმა დამატებითი ყურადღება „ჩელსის“ მდგომარეობის გამო მიიპყრო. ბრიტანეთის მთავრობამ რომან აბრამოვიჩის ყველა აქტივი გაყინა და აწი თავად გაყიდის კლუბს. მაისის ბოლომდე გუნდს მარტო სპორტული ლიცენზია მისცეს.

ახლა „ჩელსის“ აკრძალული აქვს:
კონტრაქტების გახანგრძლივება ფეხბურთელებთან;
ტრანსფერები;
ბლეთების გაყიდვა;
საკლუბო ატრიბუტიკით ვაჭრობა.

„სტემფორდ ბრიჯზე“ მხოლოდ სეზონური აბონემენტების მფლობელები თუ მივლენ. კლუბი 600 ათასს ფუნტს კარგავს საშინაო მატჩებისას.

რა არის ნებადართული?
მატჩების ჩატარება;
ყველა თანამშრომლისთვის ხელფასის გადახდა;
500 ათასი ფუნტის დახარჯვა საშინაო მატჩების ჩატარებისთვის;
20 ათასი ფუნტის დახარჯვა სტუმრად მატჩებზე სასიარულოდ.

„ჩელსი“ ფავორიტია – 1.9, რაც დაახლოებით 51%-იანი ალბათობაა. „ლილის“ წარმატება 4.4 კოეფიციენტად ფასდება, ფრე – 3.5.

„ლილი“ მდგომარეობით სარგებლობას აპირებს და ვნახოთ აბა რა გამოუვა. მით უმეტს ფრანგული გუნდი წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე შინ არ აგებს, მეტიც გაშვებული აქვს… 0 გოლი. ლონდონელებმა კი სტუმრად მხოლოდ ერთხელ მოიგეს.
გარდა ამისა, „ჩელსი“ საფრანგეთში არც თუ კარგად თამაშობს – 5 წაგება, 2 ფრე და 2 მოგება. „ლილმა“ კი ევროთასებზე ინგლისურ კლუბებთან 7 საშინაო მატჩიდან მხოლოდ 2 წააგო.

კომენტარები

ჟოსელინი:
„პირველ მატჩში კარგად ვითამაშეთ. ბურთი ვანაწილეთ, მაგრამ შეტევაში საკმარისად საშიშები არ ვიყავით. უნდა ვიყოთ უფრო პროდუქტიულები მათ ნახევარზე და ვაიძულოთ მეტოქე უფრო მეტად დაიცვას საკუთარი საჯარიმო“.

ტომას ტუხელი:
„ლილი 4-4-2 ტაქტიკით ითამაშებს. ეს არის აგრესიული და პირდაპირი, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.ეს მეორე ტაიმია, რომელშიც კიდევ ერთი საუკეთესო თამაშის ჩვენება მოგვიწევს“.

This image has an empty alt attribute; its file name is Capture5475676576-1024x567.jpg

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

შენგელიას რუსული არმიის გუნდში დარჩენას საქართველოში არ აპატიებდნენ: ესპანური მედია

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია… ბორჯღალოსნები ხარვეზებს გამოასწორებენ და ჩემპიონატს მოიგებენ: ფინალისთვის მზადება დაიწყო