გუშინ, 20 წლამდე ექვსი ერის ბ ჯგუფში მორიგი მატჩი გამართა საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებმა. კილასონიას გუნდმა იტალიასთან მატჩის შემდეგ, აშკარად, მოუმატა, რაც თამაშის ხარისხსა და ანგარიშში ითარგნმა.
ბორჯღალოსნებმა უელსს პირველი ნახევარი 21:13 მოუგეს, თან ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ საწყის 20 წუთში 2 ქართველი გაასიმბინეს და იყო მომენტი, როცა უელსი მოედანზე ორი მოთამაშით მეტი იყო. მიუხედავად ამისა, საქართველომ 8 ქულით მოიგო.
მეორე ტაიმში უკვე ბრიტანული კლასი ჩაერთო და 2 გარდასახულ ლელოს 1 ჯარიმა დაამატეს, რითაც სხვაობა 9 ქულიანი გახდა. 77-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა ჯარიმა გაიტანა და სხვაობა 6 ქულამდე შეამცირა, ბოლო წუთზე კი დერეფანი გვქონდა და მშვენიერი პლაცდარმიც შესატევად, თუმცა საკუთარი აუტი წავაგეთ და შეხვედრაც დასრულდა.
9 ქულაზე ნაკლებით მარცხის გამო საქართველოს ნაკრებმა 1 ბონუს ქულა მოიპოვა და, სწორედ ამის გამოისობით ვუსწრებთ შოტლანდიის ნაკრებს, რომელსაც დასკვნით ტურში უნდა შევერკინოთ.
GIPHY App Key not set. Please check settings