in

უმადურები: პსჟ დონარუმას ფინალში არ ათამაშებს და უშვებს

პსჟ-მ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა “ტოტენჰემთან” ევროპის სუპერთასის მატჩის განაცხადში არ შეიყვანა.

RMC Sport-ის მტკიცებით, ეს იმის მაუწყებელია, რომ პარიზული კლუბი 26 წლის იტალიელს გუნდის დატოვებისკენ მოუწოდებს.

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ იტალიელი 2026 წლის ზაფხულამდე გაფორმებულ კონტრაქტს არ გააგრძელებს, მისი გარემოცვა კი ფეხბურთელის მიმართ დამოკიდებულებას არასამართლიანად მიიჩნევს.

“პარი სენ ჟერმენმა” “ლილისგან” ლუკა შევალიე შეიძინა და “ტოტენჰემთან” მატჩში დიდი ალბათობით სწორედ ის ითამაშებს.

დონარუმას პსჟ 2026 წლის ზაფხულამდე გაფორმებული კონტრაქტის გახანგრძლივების სანაცვლოდ ხელფასის შემცირებას სთავაზობდა, მაგრამ იტალიელი არ დათანხმდა. ამაზე „ეკიპთან“ კომენტარი ჯიჯის ერთ-ერთმა ახლო მეგობარმა გააკეთა. მისი თქმით, გუნდი დონარუმას გარეშე ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებდა და „პარი სენ ჟერმენის“ ხელმძღვანელებს უმადურები უწოდა:

„ყველაფერ იმის შემდეგ, რაც მან გააკეთა, გუნდს ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დაეხმარა, სუპერთასის განაცხადშიც არ შეიყვანეს. მისი დახმარების გარეშე სუპერთასზე ვერასოდეს ვერ მოხვდებოდნენ“.

აღნიშნულია, რომ თუ ჯანლუიჯიმ 31 აგვისტომდე „პარი სენ ჟერმენი“ არ დატოვა, სათამაშო პრაქტიკის გარეშე დარჩება. ამის შესახებ მწვრთნელმა ლუის ენრიკემ მეკარე უკვე გააფრთხილა. პსჟ-ს არ უნდა დონარუმამ კილიან მბაპეს მსგავსად უფასოდ დატოვოს კლუბი.

იტალიელმა ჟურნალისტმა ჩირო ვენერატომ პსჟ-ს კარის დარაჯის, დონარუმას შესახებ ისაუბრა.

ვენერატოს აზრით, ამ სიტუაციით პრემიერლიგის კლუბებმა უნდა ისარგებლონ.

“გალათასარაი” და “მანჩესტერ სიტი” ედერსონის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ, თუ შეთანხმება შედგება, “სიტისთვის” დონარუმა იდეალური ვარიანტი იქნება, ასევე ჯიჯის მეორე მანჩესტერ კლუბში, “იუნაიტედში” წასვლაც შეუძლია, მაგრამ “წითელმა ეშმაკებმა” ჯერ ონანა უნდა გაყიდონ.

არ ვფიქრობ, რომ იტალიურ კლუბებს მისი ყიდვის შანსი აქვთ. მართალია პსჟ დონარუმას 25-30 მილიონ ევროდ შეელევა, მაგრამ პრობლემა ფეხბურთელის სახელფასო მოთხოვნები და აგენტის საკომისიოა, შეგახსენებთ, რომ პსჟ-ს რამდენიმე თვის წინ ანაზღაურების სახით ყოველწლიურად 15 მილიონი ევრო და ბონუსები მოსთხოვა.

გახდება თუ არა ჯიჯი მომდევნო სეზონში თავისუფალი აგენტი? ეს შესაძლებელია, მაგრამ ალბათ, პსჟ სწორად იმუშავებს და მის სანაცვლოდ გარკვეულ თანხას მიიღებს”, – განაცხხადა ვენერატომ.

sportall.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩაკვეტაძე ნაკრებში არ იქნება, ტრავმა აქვს

სალაჰი პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელია