საქართველოს ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს ვლადიმირ ვაისს თავის გუნდში საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი მიყავს. უკრაინულ და სლოვაკურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ბრატისლავის “სლოვანის” ღირსებას ჯაბა კანკავას და გურამ კაშიას შემდეგ გიორგი წიტაიშვილიც დაიცავს.
აი რას წერს წიტაიშვილზე უკრაინული გამოცემა
რაც შეეხება სლოვანში წიტაიშვილის პერსპექტივას, ზოგადად, თითოეულმა მოთამაშემ თავისი მწვრთნელი უნდა იპოვნოს, რომელიც ნდობას გამოუცხადებს. ამასთან, საჭიროა, რომ ფეხბურთელი იმ სტილში თამაშობდეს, რომლის მიმდევარიც მწვრთნელია. თუკი შევადარებთ სლოვაკური ფეხბურთის დონეს, ბუნებრივია, წიტაიშვილი იქ ძალიან გამორჩეული იქნება. იქ ყველაფერი გაცილებით დაბალ ტემპში სრულდება, ვიდრე მაგალითად უკრაინის ჩემპიონატში. ამის გამო, წიტაიშვილი იქ უბრალოდ პელე იქნება”-წერს უკრაინული გამოცემა
GIPHY App Key not set. Please check settings