in

უკრაინის ნაკრების მაისურზე საქართველოს დროშა იქნება

უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის ემზადება, 11 მაისს ამხანაგურ შეხვედრაში “გლადბახს” ეთამაშება.

უკრაინელებმა ამხანაგური მატჩების წინ, ახალი მაისურები წარადგინა. განახლებულ მაისურებზე იმ ქვეყნების დროშებია გამოსახული, რომლებიც უკრაინას ბოროტების წინააღმდეგ ომში სოლიდარობაც უცხადებენ და მათ შორისაა საქართველოც. აღნიშნული მაისურებით უკრაინა მხოლოდ საკონტროლო მატჩებს ჩაატარებს და შემდეგ ამ მაისურებს აუქციონზე გაყიდიან.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პლეი-ოფის ნახევარფინალში უკრაინა შოტლანდიას 1 ივნისს შეხვდება. გამარჯვების შემთხვევაში კი, მუნდიალის საგზურისთვის ფინალს პოლონეთს ეთამაშება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კვარაცხელია საქართველოს ჩემპიონატის დონის ფეხბურთელია და იტალიაში გაუჭირდება -რუსი სელექციონერი

მსოფლიო რაგბი ლიგებად დაყოფის იდეას კვლავ განიხილავს