in

უკრაინისთვის მზად ვართ: ვილი სანიოლს სურს, რომ საქართველომ საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინოს

საქართველოს ნაკრები ხვალ ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩში უკრაინას ეთამაშება. მოგეხსენებათ, ორიდან ორი მოგებით ჩვენი გუნდი ჯგუფის ლიდერია, ხოლო მეტოქე 0 ქულით ბოლოა.
გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა მატჩის წინა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართეს.
აი რა თქვა ჩვენმა მწვრთნელმა.

საქართველოსთან მოგებას ვეცდებით: აინტერესებს თუ არა უკრაინას შედეგი – რებროვის პრესკონფერენცია

ვილი სანიოლი:

„უკრაინა ძლიერი ნაკრებია, წარუმატებელი სერია კი არ ნიშნავს, რომ სულ ასე გაგრძელდება. ინდივიდუალურად ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან. ამიტომ, მნიშვნელოვანი იქნება ჩვენმა ფეხბურთელებმა საკუთარი შესაძლებლობები წარმოაჩინონ. რთული შეხვედრა იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი უკრაინასთან თამაშისთვის მზად არის.

კმაყოფილი ვარ ფეხბურთელების საქმისადმი დამოკიდებულებით, ისეთივეა, როგორც წინა თვეებში. იგივე ატმოსფეროა და სურთ თავი საუკეთესოდ წარმოაჩინონ. შესაძლოა, დამარცხდე, მაგრამ მთავარია საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე აჩვენო და რესურსი ბოლომდე გამოაჩინო.

სიმართლე გითხრათ, ახლა არ ვფიქრობთ რომელ ადგილზე ვართ. ჩვენი სამივე მეტოქე ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ კვალიფიკაციით გავიდა, ჩვენ კი – პლეი ოფიდან. ეს კარგად აჩვენებს, ერთა ლიგაზე რამდენად მაღალი დონის მოწინააღმდეგეები გვყავს.

სექტემბრის თამაშებში დამტკიცდა, რომ მოგება ყველას შეუძლია. მთავარია, მობილიზებული ვიყოთ და მოედანზე ჩვენი თამაში ვაჩვენოთ. წინ საკმაოდ რთული ოთხი მატჩი გველოდება. რა თქმა უნდა, მიზანი კიდევ უფრო მეტი ქულის დაგროვებაა“.

უკრაინისა და საქართველოს ნაკრებების შეხვედრა 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოსთან მოგებას ვეცდებით: აინტერესებს თუ არა უკრაინას შედეგი – რებროვის პრესკონფერენცია

სწორედ ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარე: ოთარ კაკაბაძეს უნდა, რომ ქომაგები სახლში ბედნიერები დააბრუნოს