in

უკრაინელები პრემიერლიგას იპყრობენ: მუდრიკი ყველაზე სწრაფია, მატვიენკო ბრაიტონში გადადის

Opta Sports-მა „ჩელსის“ ახალწვეულის მიხაილ მუდრიკის აჩქარება გამოითვალა „ლივერპულთან“ სადებიუტო მატჩისას და გამოვიდა, რომ ეს ჯერჯერობით რეკორდია ამ სეზონში.

მიმდინარე სეზონში პრემიერლიგის 5 ყველაზე სწრაფი ფეხბურთელის ხუთეული და მონაცემები ასეთი გახლავთ:

  1. მიხაილ მუდრიკი (ჩელსი) – 36.63
  2. ენტონი გორდონი (ევერტონი) – 36.61
  3. დარვინ ნუნიესი (ლივერპული) – 36.53
  4. ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი) – 36.22
  5. დენის ზაკარია (ჩელსი) – 36.09

ამასობაში, პრემიერლიგას სავარაუდოდ კიდევ ერთი უკრაინელი შეუერთდება: „შახტარისა“ და უკრაინის ნაკრების 26 წლის მცველი ნიკოლაი მატვიენკო. მისით „
ბრაიტონია“ დაინტერესებული და ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტსაც თავაზობს.

საქმე ისაა, რომ „ბრაიტონს“ რობერტო დე ძერბი წვრთნის, რომელიც ადრე მატვიენკოსთან „შახტარში“ მუშაობდა და ეს ტრანსფერიც მწვრთნელის მოთხოვნაა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რუსებს ევროპის მიღმა ტოვებენ: უეფა დისკვალიფიკაციას არ მოხსნის

ვინ აკლია? უეფამ კალაძე დაშიფრა და აბა გამოიცანითო