მალე ერთა ლიგა იწყება.საქართველო პირველ მატჩს 7 სექტემბერს, შინ, უკვე ნაცნობ ჩეხეთთან გამართავს.
11 ოქტომბერს კი გასვლა გვაქვს უკრაინის ნაკრებთან , რომელიც მოგეხსნებათ მატჩებს სამშობლოში ვერ ატარებს. გაირკვა, რომ უკრაინა საქართველოს პოლონეთში უმასპინძლებს, უფრო კონკრეტულად ქალაქ პოზნანში, “ენეა სტადიონზე”.
ეს არენა საკმაოდ დიდია, 43 269 მაყურებელს იტევს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
უკრაინა ჩეხეთს პოლონეთის ქალაქ ვროცლავში, ხოლო ალბანეთს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიიღებს.
GIPHY App Key not set. Please check settings