მსოფლიო ჩემპიონატზე უელსის ნაკრები ითამაშებს.
პლეი-ოფის გადამწყვეტ მატჩში უელსელებმა საშინაო არენაზე უკრაინა დაამარცხეს 1:0 სტუმართა კაპიტნის ანდრეი იარმოლენკოს ავტოგოლით.
უნდა აღინიშნოს, უელსელთა ვეტერანი მეკარის ჰენესის დიდებული თამაში, რომელმაც არაერთი რთული ბურთი მოიგერია და განაპირობა კიდეც თავისიანების წარმატება.
უკრაინამ აჯობა უელსს დარტყმებით (22:10), კარში დარტყმებით (9:3) და ბურთის ფლობით (67.6% და 32.4%).
უკრაინამ პირველად წააგო პეტრაკოვის ხელში – იყო 3 მოგება და 5 ფრე.
უკრაინამ მუნდიალი 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ანტირეკორდი დაამყარა, კარში 9 დარტყმის შემდეგ ვერ გაიტანა.
უკრაინა ზედიზედ მეოთხედ ვერ გავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე.
პეტრაკოვი (უკრაინი მწვრთნელი): „არ არის საჭირო იარმოლენკოზე ნეგატივის დაღვრა. ჩვენ გოლი არ გვეყო – მეტი არაფერი. არ ვიცი რა ვთქვა, სიცარიელეს ვგრძნობ. ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს“.
ზინჩენკო: „უელსელები დიდხანს წელავდნენ დროს. გასახდელში ვამბობდით, რომ იარმოლენკოზე აშკარა პენალტი იყო. ჩვემ არ ვიმსახურებდით წაგებას, მაგრამ ყველაზე დიდი გამარჯვება, რაც უკრაინას ელოდება – ბოროტებასა და აგრესიაზე გამარჯვებაა“.
ანდრეი შევჩენკო: „ცხოვრებაში ყველაფერი შედეგით არ იზომება. უსაზღვროდ ამაყი ვარ ნაკრებით“.
ჰენესი (უელსის მეკარე, მატჩის გმირი): „ჩემი საუკეთესო თამაშია ნაკრებში და ასეთ საკვანძო მომენტში“.
დევისი (უელსის მცველი): „სიზმარი ცხადი გახდა. მთელი ძალები გავიღეთ“.
ბეილი: „უდიდესი შედეგი უელსის ისტორიაში. ამაზე ვოცნებობდით“.
პეიჯი (უელსის მწვრთნელი): „ძალიან ემოციური მატჩი. ჩვენ ბრწყინვალე ვიყავით“.
უელსი მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს 1958 წლის შემდეგ.
უელსი მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში ინგლისთან, აშშ-სთან და ირანთან ითამაშებს.
მსოფლიო ჩემპიონატი ყატარში 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings