უკრაინაში პროფესიული საფეხბურთო ტურნირების აღდგენა აგვისტოში სურთ.
ამის შესახებ Associated Press-თან უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის თავკაცმა ანდრეი პაველკომ ისაუბრა.
„ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის იმის თაობაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ფეხბურთი. ყველა, დიდიან პატარიანად კონცენტრირებული არიან ამ მოვლენებზე. ყოველდღიურად იგებენ სიკვდილის ცნობებს.
ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ დაეხმარება ფეხბურთი ადამიანებს იფიქრონ მომავალზე, რადგან ამჟამად ისინი ცუდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან.
ამიტომ პრეზიდენტთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ უკრაინის ჩემპიონატი აგვისტოში განვაახლოთ. ყველა დონის ტურნირს ჩავატარებთ. ასე რომ, განახლდება პრემიერლიგა, პირველი და მეორე პროფესიული დივიზიონები და ქალთა ჩემპიონატი.
მატჩები ყველა დონეზე აგვისტოში დაიწყება“.
GIPHY App Key not set. Please check settings