in

უკვე მეშვიდე: ხვიჩა ოქროს ბურთის რეიტინგში კიდევ დაწინაურდა

goal.com 2023 წლის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა რეიტინგს მუდმივად ანახლებს. წინა მონაცემებით ხვიჩა კვარაცხელია მე-8 ადგილზე იყო, ახლა კი ქართველი კიდევ ერთი საფეხურით დაწინაურდა.

ხვიჩა ოქროს ბურთში დაწინაურდა: პირველი ისევ მესია

გამოცემა აღნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის განახლებამ სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა და ამ ტურნირს დიდი მნიშვნელობა ექნება. აქვე ნახსენებია ხვიჩაზეც, რომელმაც მართალია „აინტრახტთან“ პენალტი ვერ გაიტანა, მაგრმ ამავე შეხვედრაში „საუკუნის საგოლე პასი“ გააკეთა და აჩვენა, თუ რატომ იმსახურებს „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა შორის ყოფნას.

კვარაცხელიას 2022/23 წლების სეზონში 14 გოლი და 16 საგოლე პასი აქვს.

პირველ ადგილზე კი ისევ ლეო მესია.

  1. ლიონელ მესი (პსჟ)
  2. კილიან მბაპე (პსჟ)
  3. ერლინგ ჰოლანდი (სიტი)
  4. მარკუს რეშფორდი (მანჩესტერი)
  5. ვინისიუსი (რეალი)
  6. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
  7. ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი)
  8. ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)
  9. კაზემირო (მანჩესტერი)
  10. ჯამალ მუსიალა (ბაიერნი)

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნინიაშვილი TOP 14-ის ტურის სიმბოლურშია

კაშიას და სანიოლის არჩევანი: ვის მისცეს ხმა საქართველოს ნაკრებიდან