უკვე მერამდენედ: თბილისის „დინამო“ სამარცხვინოდ გამოეთიშა ევროასპარეზს. საქართველოს მთავარმა კლუბმა კიდევ ერთ მოკრძალებულ გუნდთან წააგო. ამჯერად ევროტურნირების დებიუტანტ, მცირე ქვეყნის, მცირე ქალაქის და მცირე გუნდთან, რომელსაც ჩვენი „დინამო“ გიგანტი ჰგონია.
კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი თბილისის „დინამოსა“ და „მორნარს“ შორის 1:1 დასრულდა და ქართული გუნდი გათამაშებას გამოეთიშა.
„დინამოს“ ავსტრიელმა მწვრთნელმა, ფერდინანდ ფელდჰოფერმა პირველი მატჩის შემდეგ შემადგენლობა საგრძნობლად შეცვალა და ძირითად შემადგენლობაში უფრო გამოცდილი მოთამაშეები დაყენა.
მე-19 წუთზე ბოლო იმედის ჯარიმის გამო მსაჯმა ნიკა უგრეხელიძე გააძევა და მასპინძლები რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. მიუხედავად ამისა, „დინამო“ უტევდა და 33-ე წუთზე 16 წლის სალიამ ანგარიშიც გახსნა. ოქრიაშვილის პასი საჯარიმოში დავით სხირტლაძემ მიიღო, ეფექტურად მოტრიალდა და მეკარესთან პირისპირ ვახტანგ სალია დატოვა, რომელმაც ზუსტად დაარტყა.
შესვენების შემდეგ დარკო ზორიჩმა გაათანაბრა, ტრიბუნებთან მიირბინა და გოლი გულშემტკივრების მიმართ გამაღიზიანებელი ჟესტით აღნიშნა.
„დინამო“ შეტევაზე გადავიდა, ხვადაგიანის დარტყმული ძელსაც კი მოხვდა, მაგრამ სასურველი მეორე გოლი ვერ გავიტანეთ, მეტოქეს დრო გაუთავებლად გაჰყავდა და მეორე ეტაპზეც ის გავიდა.
კონფერენსლიგა. I საკვალიფიკაციო ეტაპი. განმეორებითი მატჩი
პირველი მატჩი 1:2
დინამო (თბილისი) – მორნარი (ბარი, მონტენეგრო) 1:1
18 ივლისი. თბილისი. “მიხეილ მესხი”. 3 000 მაყურებელი
გოლები: 1:0 სალია (33. სხირტლაძის პასით), 1:1 ზორიჩი (57)
დინამო: მაქაცარია, ხვადაგიანი, უგრეხელიძე, კალანდაძე, ბაგრატიონი – ოსიყმაშვილი (82. ლომინაძე), საიმონი (82. სამუშია) – ოქრიაშვილი – სანტისი (56. კადეტე), სალია (56. ცეცხლაძე), სხირტლაძე (70. იობაშვილი)
მწვრთნელი: ფერდინანდ ფელდჰოფერი
გაფრთხილება: დუბლიევიჩი (34), საიმონი (37), ზორიჩი (58), ლომინაძე (84), ვუშუროვიჩი (90+8), პოპოვიჩი (90+8)
გაძევება: უგრეხელიძე (20)
GIPHY App Key not set. Please check settings