in

უკვე იცით, ახლა ვისი დროა: საბა ლობჟანიძე ატლანტას საუკეთესო ფეხბურთელია

საბა ლობჟანიძე მშვენივრად მოერგო MLS-ს. ქართველ ნახევარმცველს გოლებიც გააქვს და საგოლე პასებსაც არიგებს. ჰოდა, ეს დაუფასეს კიდეც.

„ატლანტა იუნაიტედის“ სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ საბა ლობჟანიძე დაასახელეს.

ლობჟანიძემ სექტემბერში გაიტანა 2 გოლი, გააკეთა 3 საგოლე პასი, შექმნა 7 საგოლე შანსი, საშუალოდ 90 წუთში 2,16 გოლში (გოლი+ასისტი) მონაწილეობდა.

„უკვე იცით, ახლა ვისი დროა“ – დაწერა „ატლანტამ“. ეს კომენტარი საბას გოლის ცნობილ აღნიშვნას ეძღვნება: ფეხბურთელი საათზე მიანიშნებს, რაც ნიშნავს, რომ „ჩემი დროა“.

ახალ კლუბში სულ საბამ 6 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და სამი ასისტიც შეასრულა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საზონოვი ძირითადში იყო, მაგრამ მალევე დაშავდა

კვარაცხელია ბედნიერია და თავდაჯერებულობა დაიბრუნა: ნაპოლი ამბიციით აივსო და რეალისთვის მზადაა