in

უკეთესიც გამოვიდა: რეალმა ისტორიული ქამბექი დადო

ჩემპიონთა ლიგის გამორჩეულ წყვილმა ვერ გაამართლა. მართალია, „ლივერპულმა“ საწყის წუთებში 2 ბურთი შეუგდო „რეალს“, მაგრამ მერე „სამეფო კლუბმა“ ისეთი ჩაიდინა, ამ წყვილს აზრი დაუკარგა. როგორც ჩანს, კლოპის იდეები „ენფილდზე“ ამოწურულია.

ლივერპული – რეალი 2:5
გოლები: 1:0 ნუნიესი (4′, სალაჰის პასით), 2:0 სალაჰი (14′), 2:1 ვინისიუსი (21′, ბენზემას პასით), 2:2 ვინისიუსი (36′), 2:3 მილიტაო (47′, მოდრიჩის პასით), 2:4 ბენზემა (55′, როდრიგოს პასით), 2:5 ბენზემა (67′, ვინისიუსის პასით)

ლივერპული: ალისონი – ალექსანდერ-არნოლდი, ჯო გომესი (მატიპი 73′), ვან დაიკი, რობერტსონი – ჰენდერსონი (მილნერი 73′), ფაბინიო, ბაიჩეტიჩი (ელიოტი 85′) – სალაჰი, ნუნიესი (დიოგო ჟოტა 64′), გაკპო (ფირმინო 64′)

რეალი: კურტუა – კარვახალი, მილიტაო, რიუდიგერი, ალაბა (ნაჩო ფერნანდესი 27′) – ვალვერდე, კამავინგა, მოდრიჩი (კროოსი 87′) – როდრიგო (სებალიოსი 81′), ვინისიუსი, ბენზემა (ასენსიო 87′)
არბიტრი: ი. კოვაჩი (რუმინეთი)

„რეალი“ არ აგებს „ლივერპულთან“ ზედიზედ 7 მატჩია – 6 მოგება და 1ფრე, საერთო ანგრიში- 16:4.

კლოპის „რეალის“ წინააღმდეგ – 4 წაგება და 1 ფრე ბოლო 5 მატჩში.

“ლივერპული” პირველი გუნდია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ვინც 2-ბურთიანი უპირატესობის მიუხედავად, დიდი ანგარიშით დამარცხდა.

“რეალი” პირველი გუნდია ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, ვინც “ლივერპულს” სტუმრად 4 და მეტი გოლი გაუტანა.

დარვინ ნუნიესმა ზედიზედ მე-4 მატჩში გაიტანა „ლივერპულის“ რიგებში ჩემპიონთა ლიგაზე.

სალაჰმა მე-8 გოლი გაიტანა მიმდინარე ლიგაზე და მბაპეს გაუსწრო. ვინიუსი მესამეა ბომბარდირთა რბოლაში. ბრაზილიელი ამ სეზონში „რეალის“ გოლეადორია 18 გოლით.

მოჰამედ სალაჰი “ლივერპულის” პირველი ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 8 სხვადასხვა მატჩში შეძლო ერთდროულად გოლის გატანაც და საგოლე პასის შესრულებაც.

მოჰამედ სალაჰმა ჩემპიონთა ლიგაში 44 გოლი გაიტანა, რაც ტურნირის ისტორიაში ყველაზე მაღალი შედეგია აფრიკელი ფეხბურთელისთვის, დიდიე დრობასთან (კოტ დ’ივუარი) ერთად.

ბენზემამ ჩემპიონთა ლიგის მე-18 სეზონში გაიტანა. ეს მარტო მან და მესიმ მოახერხეს.

22 წლისა და 224 დღის ვინისიუს ჟუნიორი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც “ლივერპულს” სტუმრად 2 გოლი გაუტანა იოჰან კრუიფის (1966, “აიაქსი”, 19 წლისა და 233 დღის) შემდეგ.

ვინისიუსი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

კლოპი: „დასაწყისი იდეალური, როგორც გვინდა, რომ ვითამაშოთ. მეორე გოლი ფარსია, ასეთი არ უნდა ხდებოდეს. 2:3-ის მერე აზრზე ვერ მოვედით“.

ანჩელოტი: „0:2-ზე ვფიქრობდი „სიტისთან“ ქამბექზე, იმედი მქონდა იგივე მოხდებოდა. უკეთესადაც კი გამოვიდა“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას და ოსიმენს ნაპოლი ¼ ფინალში გაჰყავთ

მილიონერი, დიზაინერი და გასამართლებული: გავიცნოთ ლეო მესის უახლოესი ნათესავები