შესაძლაო, რუსეთს სპორტში მორიგი დიდი სანქცია დაედოს. The new york times ავრცელებს ინფორმაციას, რომ უიმბლდონზე შესაძლოა რუსი ჩოგბურთელები არ დაუშვან.
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციამ რუს სპორტსმენებს ტურნირებზე გამოსვლის ნება მისცა, მაგრამ მათ საკუთარი დროშის და სიმბოლიკის გამოყენების უფლება არ ჰქონდათ.
უიმბლდონი მსჯელობდა, რომ ყოფილიყო დიდი სლემის პირველი ტურნირი, რომელზეც რუსს სპორტსმენებს აღარ დაუშვებდნენ. ეს ამერიკულლ გამოცემას ტურნირის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა დაუდასტურა, რომლის ვინაობასაც გამოცემა არ აჟღერებს.
ასე რომ, დიდი შანსია უიმბლდონმა დანილ მედვედევის, ანდრეი რუბლევის, არინა საბალენკას და ვიქტორია აზარენკას გარეშე ჩაიაროს.
GIPHY App Key not set. Please check settings