2O23 წელს 21-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებს. ჩემპიონატისთვის მოსაზმადებელი სამუშაოების გასაცნობად საქართველოს UEFA-ს დელეგაცია 5-დღიანი ვიზიტით სტუმრობდა. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წარმომადგენელებმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საორგანიზაციო ჯგუფთან ერთად ის სტადიონები და სავარჯიშო ბაზები მოინახულეს, რომლებიც მომავალ ტურნირზე იქნება გამოყენებული.
მოგეხსენებათ, 2023 წლის ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატს რუმინეთთან ერთად, საქართველოს სამი ქალაქი – თბილისი, ბათუმი და ფოთი უმასპინძლებს. ტურნირის გახსნითი შეხვედრა ბუქარესტში გაიმართება, ფინალს კი ბათუმის “აჭარაბეთ არენა” მიიღებს.
GIPHY App Key not set. Please check settings