in

უეფას ჩემპიონთა ლიგას ცვლის: ოთხთა ფინალი ერთ ქალაქში ჩატარდება

უეფა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის ფორმატის შეცვლაზე მუშაობს.

როგორც The New York Times იუწყება, ევროპული ფეხბურთის მმართელებს სურთ, რომ ნახევარფინალში საპასუხო მატჩები გააუქმონ. ასეთ შემთხვევაში თამაშები ოთხთა ფინალის პრინციპით ჩატარდება, თანაც ჩემპიონთა ლიგის ფინალთან ერთად, იმავე კვირაში.

ე.წ. „ჩემპიონთა კვირეულის“ ჩატარება ერთ ქალაქში იგეგმება. გარდა ამისა, ორგანიზატორ ქალაქში გასართობი პროგრამაც დაემატება, იქნება ეს კონცერტები, ლეგენდების მატჩები თუ ახალგაზრდული ფინალი.

მანამდე უეფამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის რეფორმა დააანონსა და სიახლეს 2024 წლიდან უნდა ველოდოთ.

32-გუნდიანი ფორმატის სისტემა (კლუბების რაოდენობა 36-მდე გაიზრდება) შვეიცარიული სისტემით ჩანაცვლდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

პოდკასტი: ჩემპიონი საფრანგეთი გახდება – ნონა გაფრინდაშვილი

ოქრიაშვილი შესაძლოა პანათინაიკოსში გადავიდეს