ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურ გუნდშია. საუკეთესოები ტრადიციულად უეფას ოფიციალურმა გვერდმა დაასახელა.
„არსენალთან“ ნახევარფინალის განმეორებით მატჩში ჩვენიანს საგოლე მოქმედება არ ჰქონია, მაგრამ ორივე გატანილ გოლში მიუძღვის წვლილი, რასაც ემატება რამდენიმე სახიფათო მომენტის შექმნა და დაცვაში ძალიან აქტიური თამაში.
ხვიჩასთან ერთად სიმბოლურში მისი თანაგუნდელებიც არიან: ჰაკიმი, მარკინიოსი და ფაბიან რუისი.

GIPHY App Key not set. Please check settings