უეფა 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელებს ირჩევს. ცნობილია ყველა კონკურსანტის ვინაობა. თითოეულ პოზიციაზე მწვრთნელებმა და ჟურნალისტებმა სამ-სამი კანდიდატი შეარჩიეს. სპეციალისტებს აკრძალული ჰქონდათ საკუთარი გუნდის ფეხბურთელებისთვის ხმის მიცემა.
გამარჯვებულებს 26 აგვისტოს დაასახელებენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის დროს, რომელიც სტამბოლში ჩატარდება.
მეკარეები: ტიბო კურტუა (რეალი), ედერსონი (სიტი), ედუარდ მენდი (ჩელსი);
მცველები: სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი), რუბენ დიაში (სიტი) ანტონიო რიუდიგერი (ჩელსი);
ნახევარმცველები: კევინ დე ბრიუნი (სიტი), ჟორჟიონიო (ჩელსი), ნგოლო კანტე (ჩელსი);
თავდამსხმელები: ერლინგ ჰაალანდი (დორტმუნდი), რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), კილიან მბაპე (პსჟ)
ჟიურიში შევიდნენ ის 32 მწვრთნელი, რომლებიც ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობდნენ, ასევე უეფას ყველა ასოციაციის 55 ჟურნალისტი.
გეხსომებათ, გასულ სეზონის ლიგა “ჩელსიმ” მოიგო.
GIPHY App Key not set. Please check settings