უეფას აღმასრულებელი კომიტეტი 4 აპრილს განიხილავს ბელარუსის ნაკრების ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირიდან გაგდების საკითხს.
„უეფა უკვე დიდი ხანია აპირებს ბელარუსის მდგომარეობა განიხილოს. ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება საგანგაშო ვითარებას, რომელიც თქვენ ახსენეთ თქვენს წერილში“, – ნათქვამია უეფას პრეზიდენტ ალეკსანდერ ჩეფერინის წერილში.
ბელარუსის ნაკრებს ევრო 2024 წლის შესარჩევის პირველი მატჩი დღეს აქვს შვეიცარიასთან.
მოგეხსენებათ, კარგა ხანი რუსეთის ნაკრები მოკვეთილია მსოფლიო ფეხბურთიდან.
GIPHY App Key not set. Please check settings