in

უეფამ ტრიბუნებზე მაყურებლის შეზღუდვა მოხსნა

უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა ტრიბუნებზე მაყურებლის რაოდენობასთან დაკავშირებული შეზღუდვა გააუქმა. 2020 წლის 1 ოქტომბრიდან სტადიონის შევსება 30%-ით იყო დასაშვები.

„იმის გამო, რომ უეფას 55 ეროვნულ ასოციაციაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია განსხვავებულია, სტადიონზე მაყურებლის ყოფნის შესახებ გადაწყვეტილება ადგილობრივმა მთავრობებმა უნდა მიიღონ. სწორედ ამიტომ უეფას შეზღუდვა, რომელიც სტადიონზე მაყურებლის 30%-იან დასწრებას გულისხმობდა, უქმდება.

ამასთან, უეფას სურს, რომ გააზრებული და სწორი ზომები მიიღოს, რათა Covid 19-თან დაკავშირებული რისკები მინიმუმამდე შემცირდეს, ასევე გათვალისწინებული უნდა იყოს მოქმედი სატრანსპორტო შეზღუდვებიც. შესაბამისად, უეფამ ძალაში დატოვა რეგულაცია, რომელიც გულშემატკივრებს მატჩებზე დასასწრებად სხვა ქვეყნებში წასვლაში ხელს უშლიდა და ეს შეზღუდვა 2021 წლის მაისამდე იმოქმედებს“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ოფიციალურ საიტზე გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი 11 ივნისიდან 11 ივლისამდე ჩატარდება და 12 ევროპულ ქალაქს მოიცავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იოზილისა და კოლაშინაცის თავდამსხმელებს 100 წელი მიუსაჯეს

რუბინის დირექტორი: გუნდს ვაშენებთ და ფეხბურთელების გაყიდვაზე არ ვფიქრობთ