ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ (UEFA) წლის ბოლოს განახლებული საკლუბო რეიტინგები გამოაქვეყნა.
ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული კლუბების რეიტინგია. ქართული გუნდებიდან ყველაზე წინ საქართველოს ყველაზე ტიტულიანი კლუბი თბილისის “დინამო” იმყოფება, რომელიც 183-ე ადგილზეა. “დინამოს” 6500 ქულა აქვს. “დინამოს” შემდეგ, ქართული კლუბებიდან მეორე შედეგი ქუთაისის “ტორპედოს” აქვს, რომელიც 3750 ქულით მე-300 ადგილზეა.
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბათუმის “დინამო” 3250 ქულით 317-ე პოზიციას იკავებს.
საქართველოში საფეხბურთო სეზონი უკვე დასრულებულია. Crystalbet ეროვნული ლიგის გამარჯვებული ბათუმის “დინამო” გახდა. კონფერენს ლიგის საგზურები თბილისის “დინამომ” და გორის “დილამ” მოიპოვეს. მეოთხე საგზური კი, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გამარჯვებულმა “საბურთალომ” მოიპოვა.
უკვე ცნობილია ისიც, რომ მომავალ ევროტურნირებზე მხოლოდ თბილის “დინამო” იქნება განთესილი.
GIPHY App Key not set. Please check settings