უეფა ლეგენდარული მწვრთნელებისა და ფეხბურთელებისგან საბჭოს ქმნის.
კომიტეტის მთავარი საქმე თამაშის წესების ცვლილებებზე, მსაჯობაზე, კალენდარსა და ახალგაზრდების განვითარებაზე კონსულტაციები იქნება.
ახალი ორგანოს შემადგენლობაში შევიდნენ: ჟოზე მოურინიო, კარლო ანჩელოტი, ზინედინ ზიდანი, პაოლო მალდინი, ფაბიო კაპელო, ხავიერ ძანეტი, ლუიშ ფიგუ, ფილიპ ლამი, რონალდ კუმანი, გარეთ საუთგეიტი, რიო ფერდინანდი, მიქაელ ლაუდრუპი, რაფა ბენიტესი, რობერტო მარტინესი, რობი კინი.
საბჭოს თავკაცად აირჩიეს ხორვატიისა და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი ზვონიმირ ბობანი.
„ვარსკვლავური“ კომისიის პირველი სხდომა 24 აპრილს გაიმართება უეფას შტაბ-ბინაში შვეიცარიის ქალაქ ნიონში. ვარაუდობენ მსგავსი შეხვედრების ყოველწლიურად მოწყობას.
GIPHY App Key not set. Please check settings