უეფას აღმასკომის სხდომა გაიმართა და სხვადასხვა საკითხებთან ერთად ერთა ლიგის ფორმატზე იმსჯელეს.
უეფამ მიიღო გადაწყვეტილება A ლიგაში დაამატოს მეოთხედფინალური ეტაპი, რომელშიც ითამაშებენ როგორც A დივიზიონის ჯგუფების გამარჯვებულები, ასევე მეორე ადგილზე გასული გუნდები. მეოთხედფინალები ორმატჩიანი იქნება და მარტში გაიმართება.
გარდა ამისა, A ლიგის ჯგუფებში მესამე ადგილოსნები B ლიგის მეორეადგილოსნებს შეხვდებიან, B ლიგის მესამეადგილოსნები კი C ლიგაში მეორე ადგილზე გასულ ნაკრებებს. ეს იქნება ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად ან უფრო მაღალ ლიგაში გადასასვლელად შეხვედრები.
ასევე გაიმართა ერთა ლიგის „ოთხთა ფინალის“ წილისყრა, რომლის შედეგადაც ასეთი ნახევარფინალური წყვილები ჩამოყალიბდა:
ხორვატია – ნიდერლანდები (14 ივნისი)
ესპანეთი – იტალია (15 ივნისი)
მესამე ადგილისთვის მატჩი და ფინალი 18 ივნისს გაიმართება.
„ოთხთა ფინალს“ ნიდერლანდები უმასპინძლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings