ევროპული ფეხბურთი მმართველმა ორგანომ უეფამ ევრო 2024-ის ლოგო წარადგინა. ევროპის ჩემპიონატის, რომელიც გერმანიის 10 ქალაქში გაიმართება, ლოგო ექვს ფერშია გადაწყვეტილი, რომელიც ევროპის 55 ქვეყნის ყველა დროშისთვის საერთოა.
ასევე, ლოგოში ბერლინის ოლიმპიური სტადიონის მონახაზია. შეგახსენებთ, ევრო 2024-ის ფინალური მატჩი სწორედ ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.
„ბრენდი ყველას ხელს უწყობს ის ღიაა ყველასთვის და მრავალფეროვანია. .ფეხბურთი არის სფერო, რომელშიც ყველამ უნდა იგრძნოს თავი, ისე როგორც სახლში“, – ნათქვამია უეფას განაცხადში.
ევროპის ჩემპიონატის სლოგანი გახდა ფრაზა: “გაერთიანებული ფეხბურთით. ერთიანები ევროპის შუაგულში”.
გერმანიამ ევრო ევროპის ჩემპიონატს 1988 წელს უმასპინძლა, როდესაც ჩემპიონი ნიდერლანდები გახდა. 1974 და 2006 წლებში კი, გერმანია მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელიც იყო.
GIPHY App Key not set. Please check settings