საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ზე გამოსვლა დაასრულა და ის წარმატებით შეფასდა. თუმცა გამოერია უსიამოვნო ეპიზოდებიც.
უეფას სადისციპლინო კომიტეტმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 46 ათასი ევროთი დააჯარიმა ჯგუფურ ეტაპზე გულშემატკივრების საქციელის გამო.
თურქეთთან შეხვედრის შედეგად უეფამ ჯარიმად 36 250 ევრო გამოგვიწერა პიროტექნიკის გამოყენებისა და მასობრივი არეულობისთვის.
პორტუგალიასთან შეხვედრისას ჯარიმამ 9 750 ევრო შეადგინა მოედანზე გულშემატკივრების შევარდნისა და პიროტექნიკის გამოყენებისთვის.
GIPHY App Key not set. Please check settings