in ,

უეფამ ევრო შეაჯამა: საქართველო სამჯერ მოიხსენიეს

ევრო 2024 დასრულდა და შეჯამების დრო დადგა. ბევრმა უკვე შეაჯამა, მათ შორის თავად უეფამ, რომელმაც სიმბოლურიც შეადგინა და ახლა სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემებიც გამოაქვეყნა. სასიხარულოა, რომ სამ ნომინაციაში საქართველოც მოხვდა: დებიუტანტი, მიქაუტაძის თანაბომბარდირობა და მამარდაშვილის სარეკორდო სეივები.

ჩემპიონი: ესპანეთი

ყველაზე შედეგიანი გუნდი: ესპანეთი, 15 გოლი

ფინალური ეტაპის დებიუტანტი: საქართველო (1/8-ფინალისტი)

ტურნირის საუკეთესო მოთამაშე: როდრი (ესპანეთი)

ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე: ლამინ იამალი (ესპანეთი)

ფინალის საუკეთესო მოთამაშე: ნიკო უილიამსი (ესპანეთი)

საუკეთესო ბომბარდირები: კოდი გაკპო (ჰოლანდია), ჰარი კეინი (ინგლისი), ჯამალ მუსიალა (გერმანია), გიორგი მიქაუტაძე (საქართველო), დანი ოლმო (ესპანეთი), ივან შრანცი (სლოვაკეთი) – 3.

ტურნირის საუკეთესო გოლი: ლამინ იამალი (ესპანეთი 2-1 საფრანგეთი, 07/09/2024).

ტურნირის სიმბოლური გუნდი: მაიკ მენიო (საფრანგეთი) – კაილ უოკერი (ინგლისი), უილიამ სალიბა (საფრანგეთი), მანუელ აკანჯი (შვეიცარია), მარკ კუკურელია (ესპანეთი) – როდრი (ესპანეთი), დანი ოლმო (ესპანეთი), ფაბიან რუისი (ესპანეთი) – ლამინ იამალი (ესპანეთი), ჯამალ მუსიალა (გერმანია), ნიკო უილიამსი (ესპანეთი)

ყველაზე მეტი საგოლე პასი: ლამინ იამალი (ესპანეთი), 4

ყველაზე მეტი „მშრალი“ თამაში: მაიკ მენიო (საფრანგეთი), 4

ყველაზე მეტი სეივი: გიორგი მამარდაშვილი (საქართველო), 29

ყველაზე მეტი დარტყმა კარში: კაი ჰავერცი (გერმანია), 11

ყველაზე მაღალი დაფიქსირებული სიჩქარე: კილიან მბაპე (საფრანგეთი), 36,5 კმ/სთ

ყველაზე მეტი დაფარული მანძილი: დეკლან რაისი (ინგლისი), 85,7 კმ

ყველაზე მეტი შეტევა: ჯუდ ბელინგემი (ინგლისი), 24

ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი: ჯერემი დოკუ (ბელგია), 34

ყველაზე მეტი ზუსტი პასი: ჯონ სტოუნსი (ინგლისი), 526

ყველაზე მეტი ართმევა: დეკლან რაისი (ინგლისი), 46

ახალი რეკორდები

ყველაზე მეტი მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე: კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია), 6

ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე: ლამინ იამალი, 16 წლისა და 338 დღის (ესპანეთი 3:0 ხორვატია, 15/06/2024)

ყველაზე ახალგაზრდა გოლის გამტანი ფეხბურთელი: ლამინ იამალი, 16 წლისა და 362 დღის (ესპანეთი 2:1 საფრანგეთი, 07/09/2024)

ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც სადებიუტო თამაშისას გაიტანა: არდა გიულერი, 19 წლისა და 114 დღის (თურქეთი 3:1 საქართველო, 18/06/2024)

ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, ვინც ითამაშა ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში: ლამინ იამალი, 16 წლისა და 362 დღის (ესპანეთი 2:1 საფრანგეთი, 07/09/2024)

ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, ვინც ითამაშა ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში: ლამინ იამალი, 17 წლისა და 1 დღის (ესპანეთი 2:1 ინგლისი, 14/07/2024)

ევროპის ჩემპიონატის ორ ფინალში მონაწილე ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე: ჯუდ ბელინგემი (ინგლისი), 20 წლისა და 353 დღის

ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი ევროპის ჩემპიონატზე: იულიან ნაგელსმანი (გერმანია), 36 წლისა და 327 დღის

ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე: პეპე, 41 წლისა და 130 დღის (პორტუგალია 0:0 საფრანგეთი, 07/05/24)

ყველაზე ასაკოვანი გოლის ავტორი: ლუკა მოდრიჩი, 38 წლისა და 289 დღის (ხორვატია 1:1 იტალია, 24/06/24)

ყველაზე მეტი მოგერიებული პენალტი: დიოგო კოსტა 3 (პორტუგალია 0:0 სლოვენია, 01/07/24)

ყველაზე მეტჯერ ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული: ესპანეთი, 4

ყველაზე მეტი გოლი ერთ ფინალურ ტურნირზე: ესპანეთი, 15

ყველაზე მეტი გამარჯვება ერთ ფინალურ ტურნირზე: ესპანეთი, 7

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სანდრო სან ანტონიოში დარჩა: 1 წლით და 2 მილიონით

მამარდა ევრო 2024-ის კიდევ ერთ სიმბოლურშია