in

უეფამ ევროტურნირებზე გასვლითი მატჩების ფასები დაადგინა: ფასები მცირდება

უეფამ ევროტურნირებზე გასვლითი მატჩების ბილეთების მაქსიმალური ფასების შემცირება დაიწყო.

უეფამ გამოაცხადა, რომ ევროტურნირებზე სტუმრად მყოფი გუნდების გულშემატკივრებისთვის ბილეთების მაქსიმალური ფასი ახალი სეზონიდან შემცირდება. ჩემპიონთა ლიგის გასვლითი მატჩების ბილეთები არაუმეტეს 60 ევრო ეღირება, ევროპის ლიგაზე მაქსიმალური ფასი 40 ევრო იქნება, კონფერენს ლიგაზე – 20 ევრო.

2025/26 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად მყოფი გუნდების გულშემატკივრებისთვის ბილეთის მაქსიმალური ფასი 50 ევრომდე შემცირდება, ხოლო ევროპის ლიგაზე – 35 ევრომდე.

აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ევროპის საკლუბო ასოციაციასთან (ECA) და ევროპის ფეხბურთის მხარდამჭერთა ასოციაციასთან (FSE) კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.

„გულშემატკივართა მეგობრული პოლიტიკის შემოღებით, ჩვენ ვაგრძელებთ მისიას, შევინარჩუნოთ ფეხბურთი, როგორც ინკლუზიური სპორტი, რომელიც აფასებს და აღიარებს გულშემატკივრებს, რომლებიც მოგზაურობენ მთელ ევროპაში საკუთარი გუნდების საქომაგოდ“, – თქვა უეფას პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოქროს ბურთს ვინისიუსი მოიგებს: ბუქმეკერები დარწმუნებული არიან – ვინ არის კონკურენტი

ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პირველი თამაში: მზადება გრძელდება