უეფამ ნება დართო სტუმარი გუნდის გულშემატკივრებს ევროთასებისა და სანაკრებო მატჩებს დაესწრონ.
ცვლილებები ძალაში უკვე მომდევნო კვირიდან შევა. ქომაგები ევროთასებისა და სანაკრებო მატჩებზე დასწრებას შეძლებენ გადაადგილების შეზღუდვისა და მოთხოვნების პირობების დაცვის შემთხვევაში, რომელიც მოცემულ ქვეყნებს აქვთ შემოღებული. ამის შესახებ ევროპის საფეხბურთო გულშემატკივრების ორგანიზაცია (FSE) იუწყება.
მომდევნო კვირას, 14-16 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის, ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩებია.
GIPHY App Key not set. Please check settings