საქართველომ ისტორია დაწერა: საქართველომ დიდ ერის გუნდს მოუგო, თან რაგბის მექაში, კარდიფში, უელსს აჯობა. 13:12 – ჩვენ მოვიგეთ!
მეორე ტაიმი იყო დიდებული. სრული უპირატესობა ჩვენს გუნდს, მეტოქეს თითქმი არაფერი გავაბედინეთ, ბურთი ფაქტობრივად ჩვენ გვეჭირა და ხიფათსაც ვქმნიდით. შედეგიც შესაბამისი დადგა.
ბორჯღალოსნებმა წელს უკვე მეორედ მოუგეს 6 ერის გუნდს. ბათუმში იტალიის დამარცხების შემდეგ, ახლა ისტორიაში პირველად ვაჯობეთ TIER 1-ის გუნდს სტუმრად.
ანგარიში ქართველებმა გახსნეს, ჯარიმა თედო აბჟანდაძემ გაიტანა, მაგრამ შემდეგ უელსმა უპირატესობა მოიპოვა, ორი გარდასახული ლელო გაგვიტანა და ტაიმი 12:3 მოგვიგო.
შესვენების შემდეგ თამაში გათანაბრდა. 52-ე წუთზე თოდუასთან ბურთზე ბრძოლაში უელსელთა მორაგბემ ყვითელი ბარათი მიიღო, საქართველოს ნაკრებმა წნეხი გააძლიერა, ლამაზი კომბინაცია თოდუამ ლელოთი დააგვირგვინა, აბჟანდაძემ გარდასახა და სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა.
63-ე წუთზე თედომ საჯარიმო ვერ გამოიყენა და წინ გასვლის შანსი დაიკარგა.
74-ე წუთზე არბიტრმა მასპინძელთა ლელო გააუქმა, მოედანზე სიტუაცია დაიძაბა,
შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ქართველებმა ჯარიმის უფლება მოიპოვა, რომელიც მატკავამ ზუსტად შეასრულა და 13:12 მოუგო.
ამის შემდეგ მასპინძლებს შანსი რჩებოდათ, მაგრამ გავუძელით, ბურთი მოვიპოვეთ და დროის გასვლის შშემდეგ აუტში გადაგდებაც მოვახერხეთ – ეს კი გამარჯვებას ნიშნავდა!
საქართველოს ნაკრები უელსს ისტორიაში მეოთხედ დაუპირისპირდა, წინა სამივე შეხვედრა მეტოქეს ჰქონდა მოგებული.
უელსის წინააღმდეგ მორიგი, მეხუთე დაპირისპირება უკვე მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე მოუწევთ, რომელიც სექტემბერ-ოქტომბერში, საფრანგეთში გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings