ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრიტანული გამოცემა, „ტელეგრაფი“ იტყობინება, რომ ფინანსურმა პოლიციამ უეინ რუნიზე საქმე აღძრა.
ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი გასულ სეზონში „დერბი ქაუნთის“ მთავარი მწვრთნელი იყო. ჩემპიონშიფის გუნდს სხვადასხვა ფინანსური დარღვევების გამო ტრიბუნალმა 21 ქულა დააკლო და „დერბი“ ლიგ 1-ში დაქვეითდა. მძიმე ფინანსური პრობლემების გამოისობით, გუნდი ხელფასებს ვერ იხდიდა და არაერთ მოთამაშესთა გამომშვიდობება მოუხდა.
ჰოდა, იწერება, რომ რუნიმ მაისის თვის ხელფასები (როგორც მოთამაშეების, ასევე პერსონალის), რომელმაც ჯამში 1.8 მილიონი გირვანქა შეადგინა, საკუთარი ჯიბიდან გადაიხადა, რაც დაუშვებელია და თუკი ეს დამტკიცდა, რუნის სერიოზული პრობლემები ელის. სულ რამდენიმე დღის წინ, რუნიმ გუნდი ოფიციალურად დატოვა.
ფორუმებზე რუნის ამგვარ საქციელს, ცალსახად, პოზიტიური გამოხმაურება აქვს და ხალხი მზადაა შრეკის გვერდით იდგეს, მაგრამ კანონის უზენაესობას ბრიტანეთში ვერსად წაუხვალ.
ისე, საინტერესოა, რუნი დამნაშავეა თუ სულგრძელი ადამიანი? მორალურ ჩარჩოებში ამაზე დიადი საქციელი რთული მოსანახია, მაგრამ კანონს ეს არ ადარდებს.
GIPHY App Key not set. Please check settings