ეროვნული ლიგის მესამე ტური უხვგოლიანი თამაშით დაიწყო: „გაგრამ“ და თბილისის „დინამომ“ 8 გოლი გაიატანეს, აქედან 5 „დნამოზე“ მოდის და შესაბამისად თბილისელებმა გაიმარჯვეს – 5:3. თუმცა უნდა ითქვაას, რომ „დინამო“ 5:1-ს იგებდა და მის მორიგ სამ ქულას საფრთხე არ ემუქრებოდა.
„დინამოს“ სამი ტურის შემდეგ 9 ქულა აქვს და ლიდერია.
ქუთაისის „ტორპედომ“ მესამე ტურის შეხვედრა „სამტრედიასთან“ გამართა და გიორგი არაბიძის შესანიშნავი თამაშით პირველად მოიგო – 2:0.
არაბიძის გატანილი ულამაზესი ჯარიმა ქუთაისელთა პირველი გოლია ახალ სეზონში.
„სამგურალმა“ „თელავს“ უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა – 1:0.
მატჩი ზესტაფონში გაიმართა, სადაც მოედანი საუკეთესო მდგომარეობაში არ იყო.
წყალტუბოელებმა კი სეზონში მეორე გამარჯვებას მიაღწიეს, „თელავი“ კი ჯერ მოგების გარეშეა.
ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „დილამ“ ვიცე-ჩემპიონ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა – 1:1. „დილას“ ჯერ თამაში არ მოუგია, ბათუმელებმა კი პირველი ქულები დაკარგეს.
„საბურთალო“ ქობულეთის „შუქურას“ შეხვდა და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა – 2:1. მოედანს თითქმის რვათვიანი პაუზის შემდეგ მეკარე ლაზარე კუპატაძე დაუბრუნდა.
III ტური
დილა – დინამო (ბთ) 1:1
08.03. გორი. თენგიზ ბურჯანაძე
1:0 გეილი (3′), 1:1 მამუჩაშვილი (74′ ალთუნაშვილის პასით)
საბურთალო – შუქურა 2:1
08.03. რუსთავი. სფფ ტექნიკური ცენტრი
1:0 სილაგაძე (8′ ლ. ნონიკაშვილის პასით), 1:1 ჯანელიძე (27′ ც. ფაცაციას პასით), 2:1 სიხარულიძე (32′ პარუნაშვილის პასით)
სამგურალი – თელავი 1:0
08.03. ზესტაფონი. დავით აბაშიძე
1:0 კალანდარიშვილი (41′ ჩიხლაძის პასით)
სამტრედია – ტორპედო 0:2
08.03. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
0:1 არაბიძე (33′), 0:2 კაჭარავა (66′)
გაგრა – დინამო (თბ) 3:5
08.03. თბილისი. ილია კოკაიას საწვრთნელი ცენტრი
0:1 იმრანი (9′ თ. კირკიტაძის პასით), 1:1 მარკონდელე (39′ გ. ლაცაბიძის პასით), 1:2 კამარა (43′ თ. კირკიტაძის პასით), 1:3 მარუშიჩი (46′ კუტალაძის პასით), 1:4 სიგუა (48′ მარუშიჩის პასით), 1:5 კამარა (56′ მარუშიჩის პასით), 2:5 შონია (74′ გ. ლაცაბიძის პასით), 3:5 შონია (82′ ჩაგანავას პასით)
GIPHY App Key not set. Please check settings