in

უბრალოდ მიყვარს ცხოვრება! მინდა დავტკბე და ბედნიერი ვიყო: ღიმილის ბიჭი ჟოტა

დიოგო ჟოტასა და ანდრე ტეშეირა და სილვას 5 ივლისს დაკრძალავენ.

დაკრძალვა გონდომარის სასაფლაოზე გაიმართება, ქალაქში, სადაც ორივე ფეხბურთელი გაიზარდა. ცერემონია ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება, დამშვიდობება 4 ივლისს, 16:00 საათზე, სამლოცველოში გაიმართება.

ორივეს ნეშტი უკვე გადაასვენეს პორტუგალიაში, ნათესავების თანხლებით.
აღნიშნულია, რომ ცხედრების იდენტიფიცირება მანქანაში ნაპოვნი დოკუმენტების საფუძველზე განხორციელდა.

დიოგო ჟოტა „ლივერპულის“ გულშემატკივრების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. მომღიმარი, პოზიტიური და არასდროს ნებდება – ბოლო წლებში მიღებული ყველა ტრავმის მიუხედავად.

თავდამსხმელი, რომელიც ყოველ მომენტს იყენებდა და მნიშვნელოვან გოლებს იტანდა.

არნე სლოტის ეპოქის პირველი გოლი „იფსვიჩის“ წინააღმდეგ პრემიერლიგის პირველ ტურში. რა თქმა უნდა, ჟოტა.

გოლი შეცვლაზე შესვლის შემდეგ პირველივე შეხებით, იანვარში „ფორესტთან“…

„ლივერპულს“ ტიტულის მომტან სეზონში სამჯერ მოიგო 1:0, ორ შემთხვევაში გადამწყვეტი გოლი ჟოტამ გაიტანა.
აპრილში „ევერტონის“ კარში გატანილი გოლი, ალბათ, მისი თვისებების ყველაზე ნათელი გამოვლინებაა: მან ყურადღებაგაფანტულ მეტოქეს ჩასაფრება მოუწყო, ბურთი წაართვა, საჯარიმოში ორი მოთამაშე დაატრიალა და გოლი გაიტანა.

ეს გოლი სამუდამოდ დარჩება უკანასკნელად.

როდესაც ჟოტა მოედანზე არ იყო, გულშემატკივრები მის დაბრუნებას ელოდნენ. ბოლოს და ბოლოს, ის რთულ მომენტებში მუდმივად იტანდა. ჰქონდა თვისება, რომელიც სხვებს აკლიათ. სწორედ ამიტომ ელოდნენ მას.
დიოგოს კიდევ ერთი იარაღი ჰქონდა. 178 სმ სიმაღლის თავდამსხმელი ერთ დროს ევროპულ ლიგებში თავით გატანილი გოლების რაოდენობით ლიდერებს შორის იყო.
ჟოტა ასევე ნიშნავს შრომისმოყვარეობას. კლოპის ხელმძღვანელობით რობერტო ფირმინოს სასტარტო შემადგენლობიდან ცოტას თუ შეეძლო მისი შეცვლა. მისი როლი ძალიან უნიკალური იყო. ბევრს მუშაობდა საკუთარ თავზე. ის თამაშობდა ცენტრში, მარცხნივ და რამდენჯერმე მარჯვნივაც კი.

ჟოტა სიცოცხლისა და ფეხბურთის სიყვარულია. მოედნის გარეთაც კი, ის გამუდმებით თამაშზე ფიქრობდა. თავისუფალ დროს კი ფიფას თამაშობდა – და ამაში ფეხბურთელებს შორის ტოლი არ ჰყავდა.
რეალურ გოლებს ხშირად ხელში წარმოსახვითი გეიმპედით აღნიშნავდა.

ცოტა ხნის წინ ჟოტა გახდა პრემიერლიგის ჩემპიონი და ეს გამარჯვება თანაგუნდელებთან ერთად აღნიშნა.
მან ეროვნულ ნაკრებთან ერთად ერთა ლიგა მოიგო. ეს მისი მეორე ტიტული იყო.

ის დამსახურებულ შვებულებაში წავიდა და სამი შვილის დედაზე დაქორწინდა. ისინი სკოლიდან ერთად იყვნენ.

თითქოს ცხოვრება ახლა იწყებოდა… საშინელებაა, რომ ერთი საბურავი ყველაფრის დასასრულს ნიშნავს.

რამდენიმე წლის წინ, ჟოტამ The Athletic-თან ფეხბურთთან დაკავშირებით საკუთარი შეხედულებების შესახებ ვრცლად ისაუბრა. ინტერვიუ სიცოცხლის ფრაზით დასრულდა, საერთოდ არ ეხებოდა თამაშს.

– მე უბრალოდ მიყვარს ცხოვრება! მინდა ცხოვრებით დავტკბე და ბედნიერი ვიყო!..

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ესღა გვაკლდა: პეკინში რობოტების მატჩი გაიმართა